პირველ ოქტომბერს ჩოხატაურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ ორ ახალგაზრდას _ თომა ჟღენტსა და გიორგი ხაჯიბეგოვს დღეს დაკრძალავენ. მესამე დაღუპულს _ გოგა მეფარიშვილს კი ხვალ.
სოციალურ ქსელში უამრავ პოსტს წერენ და ემშვიდობებიან ბიჭებს.
“რჩეულები იყავით, გამორჩეულთა შორის გამორჩეულები.
ბიჭებო, მოუშუშებელი იქნება თქვენი ამქვეყნიდან წასვლა თქვენი საძმოსთვის.
ეს რა გვიქენით შვილებო! ეს რა დღე გაუთენეთ თქვენს დედებს!
უნუგეშებელია. უსიტყვოა მწუხარება!.
განადგურებულები ვართ, ბიჭებო. დადუმებულები”, _ წერენ სოციალურ ქსელში გარდაცვლილთა ახლობლები.
შეგახსენებთ რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა _ სამი, დაშავდა ასევე სამი ახალგაზრდა.