დედოფლისწყაროში 32 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ცხედარს სოფელ გამარჯვებაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მიაგნეს.
გარდაცვლილს სანადირო თოფიდან მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს.
ახლობლებს აქვთ ვერსია, რომ ახალგაზრდა მამაკაცი, საკუთარი სანადირო თოფის წმენდისას, შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა.
გარდაცვალების რეალური მიზეზი, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით დაიწყო.