ახალგაზრდულ ფესტივალზე 20 წლის შანი ლუკი ცეკვავდა მეგობრებთან ერთად – არ იცოდა, რომ ეს მისი ბოლო ტრაგიკული ცეკვა იქნებოდა.
რამდენიმე წუთის შემდეგ, გოგონა შეიპყრეს „ჰამასის“ ტერორისტებმა და ფესტივალის 259 სხვა მონაწილესთან ერთად მოკლეს.
შემდეგ იმავე შეიარაღებულმა პირებმა ცხედარი გაშიშვლეს და ქუჩებში ჩამოატარეს, ხალხი დასცინოდა და მის უძრავ სხეულს აფურთხებდა.
შემაძრწუნებელ ვიდეოში ჩანს მისი შიშველი სხეული სატვირთო მანქანის ძარაზე, ცალი ფეხით არაბუნებრივი კუთხით და გარშემორტყმულია „ჰამასის“ ოთხი ტერორისტით, რომლებიც სკანდირებენ “ალაჰ აქბარ”.
მის ოჯახს იმედი აქვს, რომ შანი ჯერ კიდევ ცოცხალია, მიუხედავად ზემოთ აღნიშნული კადრებისა. დედამ თქვა, რომ ის იყო პაციფისტი, რომელმაც უარი თქვა ისრაელის სავალდებულო სამხედრო სამსახურზე, მისი შეხედულებების გამო.
ახლა კი შემდგომ ტრაგიკულ კადრებში ჩანს მოღიმარი შანი, რომელსაც უყვარდა მოგზაურობა და ენთუზიაზმით ცეკვავდა მუსიკალურ ფესტივალზე – რამდენიმე წუთით ადრე, სანამ ის ტერორისტებმა გაიტაცეს.
„ჰამასმა“ თქვა, რომ ცხედარი ისრაელელი ქალი ჯარისკაცის იყო, მაგრამ მისმა ბიძაშვილმა თომასინა ვეინტრაუბ-ლუკმა დაადასტურა, რომ ეს იყო შანი, რომელმაც MailOnline-ს განუცხადა, რომ ოჯახმა ამოიცნო მისი გამორჩეული ტატუები ფეხებზე.
მშობლები ამბობენ, რომ ქალიშვილზე არაფერი სმენიათ მას შემდეგ, რაც დაურეკეს შაბათს დილით, სწორედ მას შემდეგ, რაც „ჰამასმა“ პირველი რაკეტები გაუშვა.
მუსიკალური ფესტივალი, რომელსაც შანი დაესწრო, იყო ერთ-ერთი პირველი ადგილი, სადაც თავს დაესხნენ ტერორისტული ჯგუფები, სადაც 260 მონაწილე დაიღუპა.
გადარჩენილებმა აღწერეს, თუ როგორ დადიოდნენ „ბოევიკები“ და სჯიდნენ მსხვერპლს.
თავდასხმას გადარჩენილებმა სოციალურ მედიაში გამოაქვეყნეს ვიდეო, თუ როგორ აიძულებდნენ მათ ბუჩქების ქვეშ დამალულიყვნენ და ახლობლებისადმი ჩუმი გამოსამშვიდობებელი მესიჯები ჩაეწერათ, როდესაც ისინი უყურებდნენ მსხვერპლთა სათითაოდ მკვლელობას.
ბევრი შეშინებული იწვა ხუთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში, სანამ შეიარაღებული მაშველების ხმა გაიგეს, რომლებიც ებრაულად საუბრობდნენ.
დღეს დილით, ინციდენტის შემზარავი კამერის კადრებში აჩვენეს, რომ შეიარაღებული პირები კლავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეებს, როცა ისინი ქვიშაზე იწვნენ, სანამ ჯიბეებს ათვალიერებდნენ და მანქანებიდან ჩანთებს აცლიდნენ.
მეორე ვიდეოში, რომელიც ფართოდ გავრცელდა სოციალურ მედიაში, ქალი ყვირის: “ნუ მომკლავ!” შეიარაღებული მამაკაცი მოტოციკლით მიდის ადგილიდან.