აფეთქებამ მახაჩკალას გარეუბანში ავტოგასამართი სადგური და მისი კაფეტერია გაანადგურა. დაღუპულია სულ მცირე 13 ადამიანი. ინფორმაციას euronews ავრცელებს.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებით, აფეთქებით გამოწვეული ხანძრის შედეგად დაღუპულთა შორის ორი ბავშვია.
ცნობისთვის, მახაჩკალა მოსკოვის სამხრეთით დაახლოებით 1600 კილომეტრშია.
რეგიონული ხელისუფლების განცხადებით, გამოძიება დაიწყო და შაბათი დაღესტანში გლოვის დღედ გამოცხადდა.
გასული წლის აგვისტოში დაღესტანში ბენზინგასამართ სადგურზე მასიური აფეთქების შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა და 115 დაშავდა.