მას შემდეგ, რაც მთელმა საქართველომ იზეიმა ქართელი პარამძლეოსანის, გიგა ოჩხიკიძის წარმატება პარაოლიმპიადაზე. ცნობილი ხდება ინფორმაცია მსაჯების სკანდალური გადაწყვეტილების შესახებ.
არსებული ინფორმაციით, პარამძლეოსან გიგა ოჩხიკიძეს, რომელმაც პარალიმპიადაზე ოქროს მედალი მსოფლიო რეკორდით მოიპოვა, შედეგი გაუქმეს და მედალი ჩამოართვეს.
გამარჯვებულად ქართველი პარასპორტსმენის გამოცხადების შემდეგ, მოროკოს და პოლონეთის დელეგაციებმა შედეგები გააპროტესტეს, ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ კი მსაჯები მივიდნენ გადაწყვეტილებამდე, რომ ოჩხოკიძემ წესები დაარღვია და მისი შედეგი გააუქმეს.
- თამაშების ოფიციალურ გვერდზე ცვლილებები შეიტანეს – ამჟამად ჩემპიონად მაროკოელია გამოცხადებული, ვიცე-ჩემპიონად – ირანელი, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორად – პოლონელი პარამძლეოსანი.
ჯერჯერობით უცნობია, როგორია მომხდართან დაკავშირებით ქართული დელეგაციის რეაქცია.
რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ გიგა ოჩხიკიძემ პარიზის პარალიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა. მან ბირთვის კვრაში 9,66 მეტრი დააფიქსირა და ამით მსოფლიო რეკორდიც დაამყარა!
მანამდე 9 მეტრიანი ზღვარი აქამდე გადაკვეთილი არავის ქონია. მან მსოფლიოს რეკორდი, რომელიც აქვე პარიზში მაროკოელმა აბდელილაჰ განიმ დაამყარა, 44 სანტიმეტრით გააუმჯობესა.
“არის! გიგა ოჩხიკიძე პარალიმპიადის ოქროს მედალოსანია! ბირთვის კვრაში მანდ ტოლი არავის დაუდო და 9,66 მეტრის დაფიქსირებით არა მხოლოდ ოქროს მედალი, არამედ მსოფლიოს ახალი რეკორდიც დაისაკუთრა!“ – წერდა Georgian Paralympic Committee.
ოჩხიკიძეს გამარჯვება ბიძინა ივანიშვილმაც მიულოცა.
პარიზის 2024 წლის პარალიმპიური თამაშები 28 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნა – ტურნირი 8 სექტემბერს დასრულდება.