ჩრდილოეთ ოსეთში თვითმფრინავის მძიმე დაშვებისას დაშავებულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.
„მძიმე დაშვების შედეგად დაშავდა შვიდი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი“, – ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე 15 ადამიანი იმყოფებოდა. ფრენის დროს რვა ადამიანი პარაშუტით ჩამოხტა. მომხდარზე გამოძიებას სამხედრო ოლქის სამხედრო პროკურატურა აწარმოებს.