შეიძლება მეტისმეტად ამპარტავნად ჟღერს, მაგრამ მომიტევეთ, რომ ვამაყობ ჩემი პოზიციით და შეხედულებებით… სასწორზე დავდე საკუთარ სამშობლოში კეთილდღეობაც, უსაყვარლესი საქმის კეთების შესაძლებლობაც და სიმშვიდეც…..
მაგრამ ოდესმე, ასაკში მყოფს, მინდა რომ ჩემს ბიოგრაფიას არ ახლდეს კონფორმიზმის ანარეკლი…მაქვს დაშვებული შეცდომებიც, რომელსაც გულწრფელად ვნანობ, მაგრამ ჩემი უძვირფასესი სამშობლოსთვის ყოველთვის მინდოდა და ახლაც მსურს ყოველმხრივ საუკეთესო! მიყვარს ჩვენი საქართველო – წერს ნიკოლოზ რაჭველი