მოკლული ბრალდებულის მეუღლეს SMS-ებს წერდა” – მეზობელმა მეზობელი მოკლა

ინფო იმერეთის“ ცნობით, ქუთაისში მეზობელმა მეზობელი მოკლა

გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული 55 წლის კაცი, მეზობლის 35 წლის ქალს SMS-შეტყობინებას წერდა, ფაქტი ქმარმა გაიგო და მეზობლის კაცს მსგავსის განმეორება აუკრძალა.

„თეიმურაზ ჩოგოვაძეს ბრალად ედება მისი მეზობლის განზრახ მკვლელობა. აღნიშნულს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს და ის ამბობს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში თავს იცავდა მოძალადისგან, რომელმაც მისი ოჯახის სიმყუდროვე დაარღვია. საუბარია იმაზე, რომ გარდაცვლილი ბრალდებულის მეუღლეს დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში წერდა სხვადასხვა საკომუნიკაციო ქსელებით, რომელიც მიმართული იყო სექსუალური კავშირის დამყარებისკენ, რაზეც ჩემი კლიენტის ცოლი უარს ეუბნებოდა, ამის მიუხედავად კი გარდაცვლილი მას მაინც ჯიუტად წერდა. დაცვის მხარის შეფასებით, ბრალდების მხარემ აშკარად არასწორი შეფასება მისცა ბრალდებულის ქმედებას და მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგენილიყო, რომ ბრალდებულის მოქმედებდა არა მეზობლის განზრახ მკვლელობის მოტივით, არამედ მხოლოდ მისი ჯანმრთელობის შენარჩუნების მოტივით, რადგან აღნიშნული მკვლელობის დღეს დანა პირველმა აწ გარდაცვლილმა გამოიყენა და არა თეიმურაზ ჩოგოვაძემ”, – განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა „ინფო იმერეთთან“ საუბრისას.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. თეიმურაზ ჩოგოვაძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

3 thoughts on “მოკლული ბრალდებულის მეუღლეს SMS-ებს წერდა” – მეზობელმა მეზობელი მოკლა

  1. I was curious if yоu evеr tһoսght of changing
    tһe structure of ʏoᥙr website? Іts ᴠery well ѡritten; I love
    what youve got to say. Bսt mɑybe you ⅽould a littlе more in the wɑy oof content sο people ϲould connect with
    it better. Youve got аn awful ⅼot off text fоr only having 1 or two images.
    Maybe you could space it out betteг?

    Ꮋere іs my webpage maths tuition in bt batok blk 153

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *