საქართველოში შესაძლოა, მინიმალური ხელფასი გაიზარდოს – ამის შესახებ საკანონმდებლო წინადადებით საკანონმდებლო ორგანოს უფლებათა დაცვის საერთაშორისო ცენტრი (ICFRP) მიმართავს.
როგორც ცენტრი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში სამომხმარებლო ფასები 5-ჯერ გაიზარდა, მინიმალური ხელფასის ზღვარი არ შეცვლილა.
საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, საქართველოში მინიმალური ხელფასი საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით უნდა განისაზღვროს. კერძოდ, უფლებათა დაცვის საერთაშორისო ცენტრი მიიჩნევს, რომ მინიმალური ხელფასი, საქმიანობის სფეროების მიხედვით, სწორედ „საქსტატის“ მონაცემების შესაბამისად უნდა დადგინდეს.
„გთხოვთ, „მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის ბრძანებულების 1-ელ პუნქტში შეიტანოთ ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ყოველთვიური მინიმალური ხელფასის ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი საქმიანობის სფეროში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ყოველი წლის დასაწყისში დადგენილი არანაკლებ საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ოდენობის შესაბამისად“, – ნათქვამია საკანონმდებლო წინადადებაში.
წყარო : Primetime.ge
This site definitel hass aall the inco I wanted abbout this subject
and didn’t knw wwho too ask.
Outstanding stordy there. Whhat happened after?
Thanks!
Youu reslly make it seewm sso easy with your presentation bbut I fknd this topicc to be actualply something that I
think I would never understand. It sdems too compoicated
and very broadd for me. I’m lookling forward ffor your next post, I’ll
ttry tto gget tthe hang of it!