რა გზავნილი მიიღო ზურაბიშვილმა ივანიშვილის წრისგან? – სალომე ზურაბიშვილის განცხადება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა “ფორმულასთან” ინტერვიუში განაცხადა:.

“ჩემთან მოვიდა უკვე რამდენიმე გზავნილი ბიზნესწრეებიდან, რომლებსაც ვთვლით, რომ არიან პირველი ვთქვათ წრე, ივანიშვილის პირველი საყრდენი და ჩვენ არ ვართ ის, რაც გგონიათ და ა.შ. ასე რომ, ჩემთან თუ მოვიდა, ეს არის იმისთვის, რომ იქ [პარტნიორებთან] იყოს ნათქვამი.

სწორედ ეს ნიშნავს იმას, რომ სანქციები მუშაობს. თუნდაც, როცა არ არის ჯერ დაწესებული სანქციები და ყველას ძალიან კარგად ესმის, და პირველ რიგში, ვინც არის ამ ბიზნესში ჩართული, თუ რამდენია დასაკარგი ამ სანქციებით, ასე რომ, ეს წნეხი მოქმედებს.”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *